воскресенье, 11 октября 2009 г.

ფიროსმანი

  1. პროექტის სახელი: ფიროსმანი.
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ქართველი გენიალური მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
  3. პროექტის სრული აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. შეისწავლონ ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია. მისი ცხოვრების ტრაგიკულ მოვლენები. გაეცნონ შესაბამის ეპოქას, შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნან ფოტო ალბომები, ბროშურები, მოაწყონ გამოფენები, პრეზენტაცია და ა. შ. შეისწავლიან მხარის გეოგრაფიულ მდებარეობას
  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:12-16
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 5 თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: ვიმუშავებ ჯგუფებში. ჯგუფებს დავავალებ ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიული მონაცემების, მოღვაწეობის და გამოქვეყნებული სტატიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. მოსწავლეებთან ერთად მოვაწყობ ექსკურსიას მირზაანში. დავათვალიერებთ ნიკო ფიროსმანის მუზეუმს, მოვინახუელბთ მის სახლს, ავიღებთ ადგილობრივი უხუცესებისგან და შთამომავლობისგან ინტერვიუს. მოვიძიებთ მასალებს ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და არქივებში , აგრეთვე ინტერნეტის დახმარებით. გავმართავთ დისკუსიებს, გამოფენას, პრეზენტაციას…
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენები, პრეზენტაციები, ბლოგი, ჩანახატები, ფოტოალბომი.
  8. სარგებელი სხვებისათვის: არსებობდეს თავმოყრილი ინფორმაცია ინტერნეტში, რის საშუალებითაც დამთვალიერებლები უკეთ შეისწავლიან ნიკო ფიროსმანის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე. დაათვალიერებენ მის შედევრებს.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწვლეები გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში, ლიტერატურაში, გეოგრაფიაში და სხვა. ასევე გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში. (ინტერნეტი, ვებ-გვერდის შექმნა, პრეზენტაციის მოწყობა).
  11. მონაწილეები სხავა სკოლიდა: აფხაზეთის მე-8 საჯარო სკოლა
  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: დარეჯან ტატუაშვილი
  13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: darejantatu@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი: პროექტი ”ფიროფმანი”
  15. პროექტის ვებ-გვერდი: http://firosman.blogspot.com/